„საქართველოს ბანკი“ Global Finance-ის მიერ დაწესებული ჯილდოების ყველაზე ხშირ გამარჯვებულად დასახელდა
„საქართველოს ბანკი“ Global Finance-ის მიერ დაწესებული ჯილდოების ყველაზე ხშირ გამარჯვებულად დასახელდა
18:41 14.08.2012
ცნობილმა გამოცემა Global Finance-მა, მის მიერ გამოქვეყნებულ საიუბილეო რეიტინგში, რომელიც ჟურნალის დაარსების 25 წლისთავს მიეძღვნა, „საქართველოს  ბანკი“ ჟურნალის მიერ დაწესებული ყოველწლიური ჯილდოების საქართველოში ყველაზე ხშირ გამარჯვებულად დაასახელა.

ჟურნალის გამომცემლის ჯოზეფ გიარაპუტოს განცხადებით, სიაში ის კომპანიები და პიროვნებები მოხვდენ, რომელთაც გამბედაობა გამოავლინეს და ტრანსფორმაცია შეძლეს, რათა ახალი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ.

„ჩვენ გამოვყოფთ ამ კომპანიებსა და პიროვნებებს ბოლო 25 წლის განმავლობაში მათი გამორჩეული მიღწევებისთვის“ - აღნიშნავს გამომცემელი.

Global Finance -ის ყოველწლიური დაჯილდოების პროგრამა მსოფლიო ფინანსური სამყაროს მიერაა აღიარებული.


ბეჭდვა