„რომპეტროლ საქართველო“ ბენზინგასამართ სადგურებს განაახლებს
„რომპეტროლ საქართველო“ ბენზინგასამართ სადგურებს განაახლებს
16:02 14.08.2012
კომპანია „რომპეტროლ საქართველოს“ ავტოგასამართ სადგურებზე რეაბილიტაციისა და ავტომატიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებული და სრულად ავტომატიზებულია 4 ბენზინგასამართი სადგური, ზაფხულის ბოლომდე კი, მათ რიცხვს კიდევ 6 შეემატება.

პროექტის ფარგლებში ყველა გასამართი სადგურის სრული ავტომატიზაცია იგეგმება, რეაბილიტაცია კი, მხოლოდ 10 სადგურზე განხორციელდება.

„ამ დროისთვის, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რომლითაც „რომპეტროლი“ ხელმძღვანელობს, ახალი გამშვები სვეტები დამონტაჟდა და 4 სადგურის სრული ავტომატიზაცია განხორციელდა. იგეგმება კიდევ 6 სადგურის განახლება, ხოლო მთელი ქსელის მასშტაბით - სადგურების სრული ავტომატიზაცია“ - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.

მენეჯმენტის ცნობით, ავტომატიზაციის პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება.

კომპანია „რომპეტროლი” საქართველოს ბაზარზე შვიდი წლის წინ შემოვიდა.

ბეჭდვა