საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა
და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, Land O’Lakes International Development-თან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახალი პროექტი დაიწყო.
პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, „სურსათი პროგრესისთვის“ (Food for Progress SQIL) პროგრამის ფარგლებში და მოსალოდნელი ბიუჯეტია 14.5 მილიონი აშშ დოლარი.
