მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
16:04 13.08.2012
მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დაინიშნა,  ხოლო ენერგეტიკის უწყებას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ბალავაძე უხელმძღვანელებს.

ახალი მინისტრები ვანო მერაბიშვილმა ოზურგეთში ფერმერებთან შეხვედრაზე წარადგინა.

მან ხეთაგურსა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

ბეჭდვა