საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ DUTY FREE- ის მოწყობის მიზნით აუქციონი გამოცხადდა
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“  DUTY FREE- ის მოწყობის მიზნით აუქციონი გამოცხადდა
15:59 17.05.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის - DUTY FREE -ის მოწყობის მიზნით, გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულს, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, 10 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცემა 490 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი.

აუქციონის დასრულების ვადაა 2019 წლის 17 ივნისი 15:30 საათი.

ელექტრონული აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge

ბეჭდვა