ევროკავშირი საქართველოს 18 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს 18 მილიონ ევროს გამოუყოფს
12:07 01.03.2012
ევროკავშირი საქართველოს 18 მლნ ევროს გამოუყოფს. შეთანხმება ამის თაობაზე ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ და ევროკომისარმა შტეფან ფულემ გააფორმეს.

აღნიშნული თანხიდან, 16 მლნ ევრო სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება, ხოლო 2 მლნ ევრო ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

შეხვედრაზე ბარამიძემ და ფულემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

ბეჭდვა