ევროკავშირი საქართველოში ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს
ევროკავშირი საქართველოში ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად  ახალ პროგრამას იწყებს
16:13 12.05.2019
ხვალ 09.30 საათზე, ტექნოპარკში (ოქროყანა) ევროკავშირი ოფიციალურად წარადგენს ახალ პროგრამას EU4Digital, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდაჭერას საქართველოში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

მედიის წინაშე მიმოხილვას გააკეთებენ და ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალე.

შეგახსენებთ, EU4Digital მიზნად ისახავს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის სიკეთეების გავრცელებას, რაც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ბიზნესის გაძლიერებას. ინიციატივა მოიცავს ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებას, საზოგადოების მასშტაბით ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლოჯისტიკა თუ ჯანმრთელობა, კიბერუსაფრთხოება თუ ციფრული უნარ-ჩვევები.

ბეჭდვა