დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართება
დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართება
13:49 10.05.2019
11 მაისს, 10:30 საათზე, ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართება.

ფორუმში მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნესსექტორის 250-მდე წარმომადგენელი დაესწრება.
ბეჭდვა