საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,კარწახში“ DUTI FREE-ის მოწყობის მიზნით აუქციონი გამოცხადდა
საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,კარწახში“  DUTI FREE-ის  მოწყობის მიზნით აუქციონი გამოცხადდა
12:17 03.05.2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ

,,კარწახის" მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის - DUTI FREE-ის მოწყობის მიზნით, გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულს იჯარის ფორმით 10 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცემა ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ფართი.

აუქციონის დასრულების ვადაა 2019 წლის 27 მაისის 16:00 საათი.

 

ბეჭდვა