ზაფხულის სეზონისთვის ავიაკომპანიების ფრენის განრიგი დამტკიცდა
ზაფხულის სეზონისთვის ავიაკომპანიების ფრენის განრიგი დამტკიცდა
16:56 01.05.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დამტკიცდა ავიაკომპანიების ფრენის განრიგი ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის

მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო შაბათამდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 590 რეისიშესრულდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, კვირის განმავლობაში შესრულებული რეისების საშუალო რაოდენობა 540-ს შეადგენდა, შესაბამისად, რეგულარული ფრენების რაოდენობა მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საშუალოდ 9%-ით იზრდება. ავიარეისები 2 ქართული და 39 უცხოური ავიაკომპანიის მიერ შესრულდება (3 სატვირთო ავიაკომპანიის ჩათვლით).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (TBS IATA summer season 2019) განხორციელდება 52 მიმართულებით, ესენია: ათენი, ალმა-ატა, ამსტერდამი, ანკარა, აქტაუ, ბარსელონა, ბაქო, ბაჰრეინი, ბოლონია, ბრიუსელი, ბერლინი, ბუქარესტი, დამამი, დოჰა, დუბაი, ეკატერინბურგი, ელ-ქუვეითი, ერევანი, ვარშავა, ვენა, ვორონეჟი, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, კრასნოდარი, ლონდონი, მინსკი, მიუნხენი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, ნურ-სულთანი, პარიზი, პეკინი-ურუმჩი, პერმი, პრაღა, ჟუკოვსკი, რიგა, რიადი, როსტოვი, სამარა, სალონიკი, სანქტ-პეტერბურგი, სოჭი, სტამბული, ურუმჩი, უფა, ყაზანი, შარმ ელ შეიხი, შარჟა, ჯედა, ჰერაკლიონი და ჰურგადა.


ბეჭდვა