კვლევა „ტურიზმი აჭარაში - მსოფლიოს ყველაზე მეგობრული რეგიონი“ პრეზენტაცია „შერატონში“ გაიმართება
კვლევა „ტურიზმი აჭარაში - მსოფლიოს ყველაზე მეგობრული რეგიონი“ პრეზენტაცია „შერატონში“ გაიმართება
08:59 10.08.2012
კვლევა „ტურიზმი აჭარაში - მსოფლიოს ყველაზე მეგობრული რეგიონი“ პრეზენტაცია დღეს, ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება.
კვლევა „ილიაუნი ბიზნეს რევიუმ“ და ჟურნალმა „ფორბსმა“ ერთობლივად ჩაატარეს.
როგორც ავტორები აცხადებენ, კვლევის მიზანი ერთი მხრივ, აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესწავლა, მეორე მხრივ კი, აჭარის ტურისტული პოტენციალის ერთგვარი ანალიზი იყო.
კვლევის თანახმად, აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობა 2009 წლიდან 2011 წლამდე ასზე მეტი პროცენტით გაიზარდა. სასტუმრო ნომრების რაოდენობისა და სასტუმრო ადგილების მიხედვით კი, აჭარის მასშტაბით, ბათუმი და ქობულეთი ლიდერობენ. ბათუმი სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა მაჩვენებლის მიხედვითაც პირველ ადგილზეა.
პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება ჟურნალ ,,ფორბსის” ახალი ნომერი, რომლის ძირითადი თემა აჭარაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებია.
„ილიუნი ბიზნეს რევიუ“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ მზადდება.


ბეჭდვა