GIST Regional Startup Training Caucasus - ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
GIST Regional Startup Training Caucasus - ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
20:01 23.04.2019
GIST-ის რეგიონული სტარტაპ ტრენინგის ფინალი დღეს გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი:

I ადგილი: Elven Technologies (ვამეხ ხერხეულიძე, ლადო წიბახაშვილი - საქართველო) მეხანძრის მაღალტექნოლოგიური, ცეცხლგაუმტარი კოსტუმი

II ადგილი: ThermoNorth (ელვინ ჰასანლი, ელმარ ასკარზადე - აზერბაიჯანი) ენერგიის დამზოგავი სითხე, რომელიც მანქანის ძრავს უნარჩუნებს სითბოს ცივ ამინდში

I ადგილი მიიღებს 3000 დოლარს და დამატებითი ინკუბაციისთვის გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. II ადგილს გადაეცემა ფულადი ჯილო 1500 დოლარის ოდენობით.

ტრენინგის მონაწილეები წინასწარი განაცხადების საფუძველზე იქნენ შერჩეული. საერთო ჯამში ღონისძიებაში მონაწილეობდა 80 ახალგაზრდა მეწარმე საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებმაც სამი დღის განმავლობაში ამერიკელ ექსპერტებთან ერთად იმუშავეს სამეწარმეო უნარების განვითარებასა და თავიანთი ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების დახვეწაზე. ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ცოდნა საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის და გაეზიარებინათ საერთაშორისო მენტორების უნიკალური გამოცდილება.

GIST-ის რეგიონული სტარტაპ ტრენინგის ფინალურ ეტაპსა და დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და Pain Care Labs-ის დამფუძნებელი ემი ბექსტერი.

ღონისძიების ინიციატორი: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი; ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, VentureWell

ბეჭდვა