„საქართველოს რკინიგზის“ აქციების ინვესტირება საპარტნიორო ფონდში მოხდა
„საქართველოს რკინიგზის“ აქციების ინვესტირება საპარტნიორო ფონდში მოხდა
11:32 09.08.2012
ს/ს „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 100%-ის განმკარგავი ს/ს „საპარტნიორო ფონდი“ იქნება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებულებაშია ნათქვამი,  რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის დადგენილებაში ცვლილების შეტანას ეხება.
ბრძანებულების თანახმად, „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 100%-ის ინვესტირება „საპარტნიორო ფონდში“ მოხდა.
„საპარტნიორო ფონდი” 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ინვესტიციების მოზიდვა და შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობაა.
ფონდის დაფინანსების წყარო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხები და გრანტები, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების, სახელმწიფოს მიერ ფონდისთვის გადაცემული ან თავად მის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები, ასევე, კერძო სექტორის თანადაფინანსებით მოზიდული სახსრები და პრივატიზაციის შედეგად საქართველოს ბიუჯეტში მიღებული შემოსავლებია.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურია, რომელიც ახლახანს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ამავდროულად, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელიცაა.

ბეჭდვა