ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
17:16 13.04.2019
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი დე ლანოისა და ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, რიჩარდ დორნბოშს შეხვდა.

სსფ-ის წარმომადგენლებთან საუბარისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალოვადიან პერიოდში უნდა უზრუნველყონ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მიმდინარეობას, მიმდინარე წლის მაისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის ვიზიტს საქართველოში.

შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ბანკის ვიცე- პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გიორგი კაკაურიძე.
ბეჭდვა