12 აპრილს, 14.00 საათზე, ბოლნისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,
გიორგი ქობულია ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დეტალებს გააცნობს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრებიან მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.
