პარლამენტის კომიტეტი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს
პარლამენტის კომიტეტი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს
14:36 11.04.2019
დღეს პარლამენტის იურიდიულ, ადამიანის უფლებათა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილისა და პროფესიული კავშირის „სოლიდარობის ქსელი მშრომელთა ცენტრის“ მიერ ინიცირებული, საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, აღნიშნული ცვლილებები სრულყოფილად ჩამოაყალიბებს დასაქმებულის დეფინიციას და მკვეთრად გამიჯნავს ერთმანეთისაგან შრომით და მომსახურების ხელშეკრულებას.

"საქართველოს შრომის კოდესის არსებულ რედაქციაში დასაქმებულის დეფინიცია ბუნდოვანია და
თითქმის არ განსხვავდება მომსახურების/ნარდობის ურთიერთობის განმარტებისგან, რაც
საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს შრომითი ურთიერთობის მომსახურების ხელშეკრულებად
შენიღბვის გზით თავი აარიდონ შრომის კოდექსით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ხოლო
დასაქმებულებს ერთმევათ საშუალება შრომითი უფლებების სრულყოფილად რეალიზების
(მაგალითისთვის, ანაზღაურებადი შვებულება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გაზრდილი
ოდენობთ მიღება და სხვა).

მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, დამსაქმებლის სურვილით ხდება.
სამუშაო ადგილებისა და დასაქმების პრობლემის გათვალისწინებით ეკონომიკურად უფრო ძლიერი
მხარის ამ ქმედებას ვერ ეწინააღმდეგება ბევრი დასაქმებული. შესაბამისად კანონის სრულყოფა,
მომსახურების და შრომის ხელშკრულების გამიჯვნა, ამ უკანასკნელის ცნების არაორაზროვნად
ჩამოყალიბება დამსაქმებლებს მოუსპობს საშუალებას ბოროტად ისარგებლონ მშრომელთა
დაქვემდებარებული მდგომარეობით" - ნათქვამია დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებაში.
ბეჭდვა