შპს „ბურჯის“ ქონების ახლი მეპატრონე შპს „გამა“ მზადაა ყველა კომპანიას, რომელსაც „ბურჯის“ ფართი ჰქონდა დაქირავებული, იჯარა გაუგრძელოს. ამის შესახებ
„ნიუსპრესს“ „გამას“ დირექტორმა გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა.
ყავლაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, ასეთი მოთხოვნით მისთვის ჯერჯერობით არცერთ კომპანიას არ მიუმართავს.
„შორიდან მითვლიან მოვალთო, მაგრამ ჯერ ჩვენთვის არავის მოუმართავს“ - განაცხადა მან.
შპს „გამა“, ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს ყველა კომპანიას დუბრუნოს „ბურჯში“ არსებული კუთვნილი ქონება, როგორც კი, ისინი საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარადგენენ.
„კომპანია „ატუ“ აცხადებს, რომ „ბურჯში“ მისი კუთვნილი ნივთებია. მოიტანოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და გავატანთ ყველაფერს, არ არის პრობლემა“-აღნიშნა ყავლაშვილმა.
შპს „გამა“ 2012 წელს დაფუძნდა. ყავლაშვილის თქმით, მისი დამფუძნებლები უძრავი ქონების ბიზნესით არიან დაკავებული.
„გამამ“ „ბურჯის“ ქონებაში 2 აგვისტოს გამართულ ელექტრონულ აუქციონზე 8 761 513 ლარი გადაიხადა.
შპს „ბურჯი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმების საფუძველზე დაჯარიმდა. მას ჯარიმა კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“ ავტომობილების შეღავათიან ფასად გაქირავებისთვის დაეკისრა. ჯარიმის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ბურჯის“ ქონება აუქციონზე გაიტანა.
