საქართველო-აშშ-ს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს
საქართველო-აშშ-ს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს
14:31 04.04.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა , რომ შესაძლოა ამერიკსი სეერთებულ შტატებსა და საქართველოს სორის პირდაპირი ფრენები დაიწყოს.

პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ-სა და საქართველოს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, რაც დაგვეხმარება, რომ ერთი ორად გაიზარდოს ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.

„ჩვენ ვცდილობთ აშშ-სთან განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა, გავხადოთ იგი კიდევ უფრო ღრმა. აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება. ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს ფრენები ამერიკისა და საქართველოს შორის. პირდაპირი ავიარეისები დაგვეხმარება, რომ ერთი ორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბეჭდვა