ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება
ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება
11:35 02.04.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია "SkyUp Airlines"-სა და "აზერბაიჯანის ავიახაზების" ("AZAL") სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია "Buta Airways"-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები მიანიჭა.

კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე უკრაინული "SkyUp Airlines" რეგულარულ რეისებს 25 მაისიდან შეასრულებს. ფრენები კვირაში 10-ჯერ სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.

აზერბაიჯანული ავიაკომპანია "Buta Airways" ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2-ჯერ სიხშირით, ყოველ პარასკევსა და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
ბეჭდვა