სენაკში ინფრასტრუქტურული მასშტაბური პროექტები აქტიურად ხორციელდება
სენაკში ინფრასტრუქტურული მასშტაბური პროექტები აქტიურად ხორციელდება
11:44 27.03.2019
სენაკის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი მასშტაბურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქალაქში გრძელდება სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების - სანიაღვრე არხებისა და ღელეების - სარეაბილიტაციო და გამაგრებითი სამუშაოები.

პროექტის ჯამური სატენდერო ღირებულებაა 172 828 ლარი.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს: სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე - ხორავას ქუჩიდან ღელე ,,ფიცუმდე“ - გზის ორივე მხარეს, ცხაურის მოწყობა;

ყოფილ საკირესთან, ღელე ,,ხაბაზეთზე“, რკინა-ბეტონის ჯებირის მოწყობა და საძირკვლის გამაგრება;

სახოკიას ქუჩაზე, მონოლითური რკინა-ბეტონით, მილხიდის ჯებირისა და სათავისების მოწყობა", -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
ბეჭდვა