ლანჩხუთის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
ლანჩხუთის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
10:16 27.03.2019
ლანჩხუთში ადგილობრივი მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

სამუშაოები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელიამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონის ხელმძღვანელ დავით ცერცვაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ამ დროისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაობი უკვე დასრულებულია რამდენიმე ქუჩაზე. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.
ბეჭდვა