26 მარტს ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი გაიმართება
26 მარტს ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი გაიმართება
18:03 25.03.2019
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისთვის, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები ერთ სივრცეში ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო გაერთიანდებიან.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ყველა საერთაშორისო ტექბრენდი, რომელიც საქართველოში ოპერირებს, მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქართული სტარტაპები.
ბეჭდვა