საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან ექვსი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გააუქმა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 18 მარტის განკარგულებით, გაუქმდა შპს „მისო იმპერიალ კრედიტის“ რეგისტრაცია, მის ლიკვიდატორად მამუკა ვარდიაშვილი დაინიშნა.
მანამდე, ანალოგიური განკარგულებები გამოიცა შემდეგი კომპანიებისთვის: 7 მარტი – შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი“; 6 თებერვალი – შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ კრედიტი“ და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“; 22 იანვარი – შპს „მისო თამ კრედიტი“; 4 იანვარი – შპს „მისო მო მანი კრედიტი“.
ეროვნული ბანკის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებს.
