იანვარ-ივლისში საქართველოს 2 211 201 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა
იანვარ-ივლისში საქართველოს 2 211 201 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა
16:27 06.08.2012
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს 2 211 201 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 54%-ით აჭარბებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ მიწოდებულ ციფრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, მხოლოდ ივლისში საქართველოში ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობამ 520 707 შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 56%-ით მეტია.
ივლისში ვიზიტორების რაოდენობა თურქეთიდან 126%-ით, რუსეთიდან 91%-ით, ხოლო პოლონეთიდან - 81%-ით გაიზარდა.
სტაბილურად იმატებს უცხოელი ვიზიტორების რიცხვი მეზობელი ქვეყნებიდან. 7 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი დამთვალიერებელი საქართველოს თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან ეწვია.

ბეჭდვა