„ლიბერთი ბანკმა“ დღეს ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფილიალი გახსნა.
ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი
არველაძის განცხადებით, ფილიალი სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს.
„ლიბერთი ბანკის“ ახალციხის ფილიალში, თითქმის ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო გზავნილების სისტემით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტის გახსნა და კომუნალური გადასახადების გადახდა იქნება შესაძლებელი.
ბოლო პერიოდში „ლიბერთი ბანკმა“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 13 ახალი სერვისცენტრი გახსნა, მათ შორის, თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და აჭარაში. დღეისთვის ბანკს 208 სერვისცენტრი და 100-მდე „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური სერვისცენტრი აქვს. ბანკი 1.3 მლნ ფიზიკურ და 50 000 იურიდიულ პირს ემსახურება.
