საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
13:00 14.03.2019

საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიცილური ვიზიტის ფარგლებში

საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს.

დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მასპინძლობდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ, მხარეთა ტერიტორიაზე ერთი ან მეტი ავიაკომპანია დანიშნონ პირდაპირი რეგულარული სამგზავრო და სატვირთო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით. დანიშნულ ავიაკომპანიებს კი შეუძლიათ, განახორციელონ საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ტაჯიკეთის ნებისმიერ პუნქტს შორის.


 

ბეჭდვა