წლიური ინფლაცია 0,6 პროცენტია
წლიური ინფლაცია 0,6 პროცენტია
10:20 05.08.2012
2012 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 პროცენტი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რომელიც 1,0 პროცენტით გაიაფდა.
ფასების კლების 19,2-პროცენტიანი მაჩვენებელი დაფიქსირდა ხილისა
და ყურძენის ქვეჯგუფზე, შაქარსა და სხვა ტკბილეულზე ფასი 8,6 პროცენტით შემცირდა, ხოლო პურისა და პურპროდუქტების ქვეჯგუფზე ფასმა 7,8 პროცენტით იკლო.
ამასთან, ფასები 8,9 პროცენტი გაიზარდა თევზეულზე, ხოლო 6,5 პროცენტით - ბოსტნეულზე, ბაღჩეულზე, კარტოფილსა და სხვა ბოლქვოვანებზე.
ტრანსპორტის ჯგუფზე ფასებმა 1,5 პროცენტით მოიმატა. ფასების მნიშვნელოვანი - 7,0-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე.
სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფზე ფასები 4,7 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების 8,3-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა რესტორნებისა და კაფეების ქვეჯგუფზე.


ბეჭდვა