ზვიად კორძაძე პროკურატურას ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმების გამოქვეყნებას სთხოვს
ზვიად კორძაძე პროკურატურას ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმების გამოქვეყნებას სთხოვს
17:00 01.03.2019

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე პროკურატურას მათი

მოწმედ დაკითხვის ოქმების გამოქვეყნებას სთხოვს.

„ჩემი განცხადების პასუხად პროკურატურამ განმარტა, რომ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო.
აღნიშნული გარემოების და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, რასაც თავად პროკურატურაც ადასტურებს, ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოს, სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები. მით უფრო რომ ასეთი პრეცედენტი მან უკვე შექმნა ჩვენების ცალკეული ნაწილის გამოქვეყნებით.

აღნიშნული გამორიცხავს ჩვენებიდან ამონარიდებით არასწორი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოებას თავად მიეცემა საშუალებაგააკეთოს დასკვნები“ - აცხადებს კორძაძე.



 

ბეჭდვა