პროკურატურა: სანზონაში გარდაცვლილ 4 წლის გოგონას დედამ თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა
პროკურატურა: სანზონაში გარდაცვლილ 4 წლის გოგონას დედამ თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა
11:18 28.02.2019

22 იანვარს, სანზონაში 4 წლის ბავშვის გარდაიცვალების შესახებ პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბავშვის სიკვდილი დედის მიერ თავის არეში მიყენებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო ტრავმამ გამოიწვია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან – 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით.

მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა“, - განმარტავენ პროკურატურაში.
ბავშვის დედა, ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. ახალი გარემოებების გამო, მას ბრალი დაუმძიმდა.

 

ბეჭდვა