ივლისში ინფლაცია 0,9 პროცენტით შემცირდა
ივლისში ინფლაცია 0,9 პროცენტით შემცირდა
10:03 04.08.2012
2012 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0,9 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები 1,8 პროცენტით შემცირდა.

შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ივლისის თვის ინფლაციაში - 0,53 პროცენტი შეადგინა.

აღნიშნულ ჯგუფში ფასების 18,2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე, ფასმა 4 პროცენტით დაიკლო ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილისა და სხვა ბოლქვოვანების ქვეჯგუფზე, ხოლო რძე, ყველი და კვერცხი 1,4 პროცენტით გაიაფდა.

ტრანსპორტის ჯგუფში მოცემულ პერიოდში ფასები 1,9 პროცენტით შემცირდა. ფასმა საწვავ-საპოხ მასალებზე 4,1 პროცენტით დაიკლო.



ბეჭდვა