2025 წელს საქართველოში 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტის განხორციელება იგეგმება
2025 წელს საქართველოში 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტის განხორციელება იგეგმება
11:26 27.02.2019
2025 წელს, საქართველოში 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტის განხორციელება იგეგმება. შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან კი 6,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 7.9%-ამდე გაიზრდება ტურიზმის წილი მშპ-ში, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე განაცხადა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტურიზმის სფეროში განათლება/კადრების გადამზადების, ბაზრების დივერსიფიცირების, საქართველოს როგორც 4 სეზონიანი ტურისტული მიმართულების მქონე ქვეყნის განვითარების, ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების შესახებ ისაუბრა.

მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის 2025 წლის სტრატეგია მიმოიხილა. მან რამდენიმე საკითხი გამოყო, მათ შორის: 8 სტრატეგიული მიმართულება, 50 პრიორიტეტული აქტივობა,110 განსახორციელებელი ღონისძიება.

შეხვედრას კერძო სექტორის 350-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები.
ბეჭდვა