„სილქნეტი“ მობილური ტელეფონის S1 აბონენტებს 15 სექტემბრამდე აჭარის ტერიტორიაზე განსხვავებული ტარიფებით მოემსახურება.
კომპანიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში მობილურ ოპერატორებთან და სხვა ფიქსირებულ ქსელთან კავშირისას მომხმარებელს 1 წუთზე 2 თეთრი დაერიცხება.
აქციის პირობები გააქტიურებიდან 2 კვირის განმავლობაში მოქმედებს.
მასში ჩართვა აბონენტებისათვის უფასოა და S1 მობილური ტელეფონიდან #02OK კომბინაციით შეუძლია.
ახალი პირობების აქტივაციისთვის შესაძლებელია აბონენტმა კომპანიის სერვის-ცენტრს მიმართოს ან „სილქნეტის“ ცხელ ხაზს დაუკავშირდეს ნომერზე - 2 100 100.
მომხმარებლები აღნიშნული პირობებით სარგებლობას შეძლებენ ყველგან, სადაც უსადენო ქსელის დაფარვის ზონაა.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დატოვებს აჭარის ტერიტორიას, მას სტანდარტული ტარიფები დაერიცხება, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლისთანავე აქციის პირობები გაუაქტიურდება.
აქციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კვლავ სტანდარტული ტარფებით ისარგებლებს.
