„მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შეთავაზება ირაკლი კოვზანაძისგან. მათ შეუძლიათ
წარსდგნენ შესაბამისი თემატური, პროფილური კომიტეტის წინაშე და გააკეთონ ნებისმიერი განცხადება. არასდროს და ვერასდროს მათ ამას ვერავინ ვერ შეუზღუდავს“ - ამის შესახებ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა ჩაიშალა. სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საქმე უნდა განხილულიყო.
