„ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ამბავი საქართველოს მოსახლეობისთვის და ის ნათლად წარმოაჩენს
საქართველოს პოზიციას რეგიონში. საქართველო არის რეგიონის ლიდერი ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით და ეს გახლავთ ამის კიდევ ერთი მტკიცებულება.“ - განაცხადა ლუკ კოფიმ, საგარეო პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა Fitch- ის საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს დაწინაურების შეფასებისას.
მისი განცხადებით, აღნიშნული რეიტინგი აჩვენებს, რომ საქართველო სტაბილურია გარე რყევების მიმართ , მათ შორის იმ პროცესების გათვალისიწინებით რაც ხდება მის სავაჭრო პარტნიორებში - თურქეთსა და რუსეთში.
„საინვესტიციო გარემო, ხელს შეუწყობს გეოპოლიტიკურ სტაბილურობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში”- აღნიშნა ლუკ კოფიმ.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, FitchRatings-ის მიხედვით საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გაუმჯობესდა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა. მსგავსი წინსვლა აღნიშნულ რეიტინგში მსოფლიოში მხოლოდ ორმა ქვეყანამ საქართველომ და უნგრეთმა შეძლო.
