მერსედეს ვერა-მარტინი: რეიტინგის შედეგი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის დადასტურებაა
მერსედეს ვერა-მარტინი: რეიტინგის შედეგი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის დადასტურებაა
10:37 26.02.2019
საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება დადებითად შეაფასა. კომპანიამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

"ჩვენ მივულოცეთ თქვენს ხელისუფლებას ბოლო დროს გამოქვეყნებული რეიტინგის შედეგები, რომლებიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის მართლზომიერებისა და საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის დადასტურებაა," - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა საქართველოს მთავრობის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ. ფონდის მისია საქართველოში 1-კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
ბეჭდვა