მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი რობერტო აზევადო Fitch-ის რეიტინგში დაწინაურებას
საქართველოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს დააცხადებს, რომ ეს ქვეყნის პროგრესის აღიარებაა. ამის შესახებ აზევადომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რა დროსაც მან დავით ზალკალიანს მიულოცა Fitch-ის რეიტინგში დაწინაურება.„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მივულოცე საქართველოში ბოლოდროს განვითარებული მოვლენები, განსაკუთრებით კი Fitch-ის რეიტინგში დაწინაურება, რაც წარმოადგენს საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესისაღიარებას. საქართველოს მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, ეს გახლავთ ის ფაქტორები, რამაც გავლენა იქონია რეიტინგის გაუმჯობესებაზე.აღნიშნული ასევე ასახავს საქართველოს რეფორმებს და ეკონომიკურ ღიაობას რასაც საქართელოში ვხედავთ. საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს, მსოფლიო ბანკისბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, რაც განსაკუთრებული მიღწევაა, რომელიც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია მდგრადი გავითარებისთვის რასაც ჩვენვესწრაფით”-განაცხადა რობერტო აზევადომ.
მისი თქმით ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. „დღევანდელი ინტეგრირებული ეკონომიკის ფარგლებში უაღრესადმნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გლობალურად ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, რომელიც არის პროგნოზირებადი, მარტივი და საშუალებას აძლევს კომპანიებსმოახდინონ ინტეგრაცია და ააწყონ გლობალური საწარმოო ჯაჭვი”- განაცხადა აზავედომ.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრთან შედგა ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბარი. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდვითანამშრომლებთ. განვიხილეთ ის მიმართულებები, სადაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მეტი დახმარების აღმოჩენა შეუძლია. ასევე ვისაუბრეთ საქართველოშიმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, საქართველოდან ექსპერტების და ოფიციალური პირების ვიზიტების ორგანიზებასადა კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და დიალოგზე.”-განაცხადა მან.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ქ. ჟენევაში შეხვდა, სადაცმიმდინარეობს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის შეხვედრა.
