არჩილ მესტვირიშვილი: სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელსაც საერთაშორისო ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ
არჩილ მესტვირიშვილი: სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელსაც საერთაშორისო ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ
15:12 25.02.2019
Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების პროცესი პოზიტიურად არის შეფასებული. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების კომენტირებისას განაცხადა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების შევსება მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობისთვის.

„საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მნიშვნელობის კიდევ ერთი დადასტურებაა Fitch-ის გადაწყვეტილებაც, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების პროცესი“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

Fitch-ის რეიტინგის თანახმად, 2018 წელი გამოირჩეოდა სტაბილური ინფლაციური გარემოთი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგია. „სამომხმარებლო ფასების დონის ზრდამ საშუალოდ 2.6 პროცენტო შეადგინა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ახლოს არის ეროვნული ბანკის მიზნობრივ დონესთან - 3 პროცენტთან. ფასების სტაბილურობა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“.

2018 წელს რეგიონში გაზრდილი ეკონომიკური ტურბულენტობის მიუხედავად, საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც თავის მხრივ, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის შენარჩუნება უწყობს ხელს. „აღსანიშნავია, რომ ასეთი რეჟიმის უმთავრესი დადებითი მახასიათებლები ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შოკების ნეგატიური გავლენის შესუსტება, ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და, შედეგად, ეკონომიკის ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციის შესრულებაა. ეს გასული პერიოდების კრიზისების დროსაც არაერთხელ დადასტურდა“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, Fitch-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ინდიკატორია საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების მხრივ, რაც სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნებით არის განპირობებული.

„სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო ინვესტორები“, ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების კომენტირებისას განაცხადა.

„სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო ინვესტორები და რაც ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უცხოური დაფინანსების საპროცენტო განაკვეთზე. ეს ასახავს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს და რისკებს, შესაბამისად, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება არის ყველაზე კარგი ინდიკატორი რომ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას სწორი მიმართულება აქვს“, - განაცხადა არჩილს მესტვირიშვილმა.

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი (ერთი ნიშნულით, „BB-“ -დან) „BB“-მდე გააუმჯობესა, რაც ძირითადად 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნებით არის განპირობებული.

Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, პოზიტიურად არის შეფასებული ბოლო დროინდელი საკრედიტო რეგულაციები, რომელიც ხელს შეუწყობს საკრედიტო ზრდის გაჯანსაღებასა და ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას.

“fitch-ის გადაწყვეტილებაზე პოზიტიურად აისახა, ბოლო დროინდელი საკრედიტო რეგულაციები. სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების მაღალი ზრდა, განაპირობებს მოსახლეობის საკრედიტო ტვირთის სწრაფ ზრდას, თუმცა მოსალოდნელია, რომ ახლად შემოღებული მაკრო-პრუდენციული ზომები, ხელს შეუწყობს საკრედიტო ზრდის გაჯანსაღებასა და ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, დადებითად არის შეფასებული/თავის ანგარიშში აფასებს საქართველოს საბანკო სისტემა, რომელიც ხასიათდება მაღალი კაპიტალიზაციით, ადეკვატური ლიკვიდობითა და აქტივების მაღალი ხარისხით. თუმცა, გამოწვევად რჩება დეპოზიტების მაღალი დოლარიზაცია.

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი (ერთი ნიშნულით, „BB-“ -დან) „BB“-მდე გააუმჯობესა, რაც ძირითადად 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნებით არის განპირობებული. რეიტინგის გაუმჯობესება, კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.
ბეჭდვა