„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებული, საჯარო მოხელეთა კლუბის საბაკალავრო პროგრამის „საჯარო მმართველობის“ სტუდენტები ესტუმრნენ.
სტუდენტებმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს, კომპანიის სტრუქტურასა და მმართველობის სქემას გაეცნენ და ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში მცირე ლექცია ჩაუტარდათ.
