გიორგი ქობულიამ სავალუტო ფონდის მისიასთან მიმდინარე ეკონომიკური პროგრამა განიხილა
გიორგი ქობულიამ სავალუტო ფონდის მისიასთან მიმდინარე ეკონომიკური პროგრამა განიხილა
10:01 21.02.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა და თანამშრომლობის პროგრამა განიხილეს, რომელსაც სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორცილებს.

სავალუტო ფონდის მისიის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამა. აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც არსებობს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობისა და გარე შოკებისადმი მედეგობის მიმართულებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ვიზიტის ფარგლებში, ასევე გამართავს შეხვედრებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის და პარლამენტის წევრებთან, ეროვნულ ბანკში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.
ბეჭდვა