თბილისის ისტორიის მუზეუმში - „ქარვასლა“ პროექტ „UP-start”-ის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი, ანა რიაბოშენკო და ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამების მენჯერი, მაია დარჩია გაუძღვებიან.
პროექტი „UP-start”, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე, მედია ინკუბატორის დაარსებაას და სტუდენტებისთვის ბიზნეს პროექტების განვითარების ხელშეწყობას სიახავს მიზნად. ასევე, - სტუდენტებში ბიზნეს უნარების განვითარებასა და მათი ინგლისური ენის დონის ამაღლებას.
