საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა
, დავით ხოსრუაშვილმა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტისთვის ეს ცვლილება სასიკეთოა.
„რაც დაიწყო, ძალიან კარგია და ალბათ, უკვე დეცენტრალიზაცია შეუქცევადი პროცესია. რეალურად პლუსები უკვე გამოჩნდა, ესაა, მაგალითად, დღგ-ს დატოვების ნაწილი. აქამდე, მუნიციპალიტეტი გათანაბრებით ტრანსფერზე იყო დამოკიდებული, - თანხა თვეში ერთხელ ერიცხებოდა. უნდა დაერეკათ ფინანსთა სამინისტროში და ეთხოვათ, რომ ჩაერიცხათ დღგ ან - არ ჩაერიცხათ. ახლა დღგ ყოველდღიურ რეჯიმში, ავტომატურად ირიცხება. კიდევ ერთი სიკეთე ისაა, რომ რეალურად აღარ აკლდება თანხა. მაგალითად, - თუ გადასახადი ზედმეტი შემოვიდა, მას დღგ აღარ აკლდება.
ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტს მოტივაციას აუმაღლებს იმისთვის, რომ მეტი გადასახადის მიღებაზე იმუშაონ. აქამდე ეს მოტივაცია არ არსებობდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი მოსახლეობასაც უფრო მეტს დაახარჯებს. აქამდე, ისინი ცენტრალრ ბიუჯეტზე იყვნენ დამოკიდებულნი და რამდენსაც განუსაზღვრავდა ფინანსთა სამინისტრო, იმაზე მეტს ვერ დახარჯავდნენ. კიდევ ერთი საკითხია, რაც მალე ამუშავდება, - მაგალითად, მოსახლე ცხოვრობს კონკრეტულ ადგილზე“ - აღნიშნა დავით ხოსრუაშვილმა.
