„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი ჯაფარიძე პრესკონფერენციას გამართავენ.
ხაზარაძე და ჯაფარიძე ჟურნალისტებს რამდენიმე წუთში, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ შეხვდებიან.
ეს მათი პირველი პრესკონფერენციაა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ხელმოწერის უფლება ჩამოართვა.
