შშმ პირებისთვის გამოყოფილ ავტოსადგომებზე პარკირების შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარამდე გაიზრდება
შშმ პირებისთვის გამოყოფილ ავტოსადგომებზე პარკირების შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარამდე გაიზრდება
09:58 18.02.2019
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10-ლარიანი ჯარიმა იზრდება და განისაზღვრება 50 ლარით.

ცვლილება შეეხება როგორც დედაქალაქს, ისე - რეგიონებსაც. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების პროექტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილავენ.
ბეჭდვა