Fly Georgia ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს
Fly Georgia ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს
09:03 03.08.2012
ავიაკომპანია Fly Georgia დღეს ბათუმის მიმართულებით პირველ რეისს შეასრულებს.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ თბილისი-ბათუმის დღევანდელი რეისი პირველია  საქართველოში, რომელიც 2009 წლის მოდელის AIRBUS-ით შესრულდება.
პირველი რეისისთვის ბილეთების შეძენას და დაჯავშნას მგზავრები დღეიდან კომპანიის გაყიდვების ოფისსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე, კომპანიის 24-საათიანი ქოლ-ცენტრის მეშვეობით შეძლებენ.
ფრენის ღირებულება ორივე მიმართულებით 190 ლარია. კომპანია ბათუმის მიმართულებით ფრენების შესრულებას კვირაში რამდენჯერმე გეგმავს.
პირველი ფრენა თბილისიდან დღეს 20:00 საათზე შესრულდება, ხოლო ბათუმიდან 5 აგვისტოს 21:45 საათზე გამოფრინდება.

ბეჭდვა