"საქართველოს ბანკის" აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში წარმატებით განთავსდა. ამის შესახებ ბანკში აცხადებენ.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 000–მდე კომპანიაა განთავსებული, 70 ქვეყნიდან. აქედან, 1 000-მდე კომპანიაა პრემიუმ ლისტინგში, კავკასიის რეგიონიდან კი, ამ რიგებში "საქართველოს ბანკია" წარმოდგენილი.
"საქართველოს ბანკის" საკუთარმა კაპიტალმა ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილეს 350 კომპანიას შორისაა.
როგორც ბანკში განმარტავენ, ამ სეგმენტში განთავსება, ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს აქციების ლიკვიდობა და მნიშვნელოვნად გააფართოვოს ინვესტორთა წრე.
"საქართველოს ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდანაა. აქამდე, ბანკის აქციები ბირჟაზე გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით იყო წარდგენილი.
