2019 წლის იანვარში საქართველოში შიდსის 20-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2019 წლის იანვარში საქართველოში შიდსის 20-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13:25 13.02.2019
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის 28 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს შიდსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით, აივ-ით ინფიცირების 7453 შემთხვევაა დადგენილი მათგან 5578 მამაკაცია, 1875 კი - ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

შიდსი განუვითარდა 3969 პაციენტს, 1523 გარდაიცვალა. ცენტრის ინფორმაციით, არვ მკურნალობაზეა 4597 (მათ შორის აფხაზეთში - 532) პაციენტი.

ინფიცირებულთა 46.4%-ს დაავადება ჰეტეროსექსუალური კონტაქტით გადაეცა, 39.9%-ს ინექციური ნარკომანიით, 11.2% კი ჰომო/ბი-სექსუალური კონტაქტით. ვერტიკალური გზით დაინფიცირდა 1.4%, სისხლის გადასხმით 0.5%. 0.7% პრცენტი კი იმ ადამიანებზე მოდის, რომელთა ინფიცირების გზაც დაუდგენელია.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.


ბეჭდვა