ვახტანგ მახარობლიშვილმა ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მისიის შესრულების დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ვახტანგ მახარობლიშვილმა ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მისიის შესრულების დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
10:03 13.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა პოლონეთის რესპუბლიკის მიერ ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მისიის შესრულების დაწყებას.

პოლონეთის რესპუბლიკა აღნიშნულ მისიას 2019-2020 წლებში განახორციელებს.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მიულოცა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მისიის დაწყება და მას შემდგომი წარმატებები უსურვა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა აღნიშნულ ქვეყნებს საქართველო-ს ნატო-ში გაწევრიანებისადმი აქტიური მხარდაჭერისათვის.

ამავე ღონისძიებაზე საზეიმოდ აღინიშნა პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკების და უნგრეთის ნატო-ში გაწევრიანებიდან 20 წლისთავი.
ბეჭდვა