2019 იანვარში ტურიზმიდან შემოსავალი 5%-ით გაიზარდა
2019 იანვარში ტურიზმიდან შემოსავალი 5%-ით გაიზარდა
15:11 12.02.2019

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში შემოსავალმა

საერთაშორისო მოგზაურობიდან 164.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია (ზრდა +5%).

ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3,2მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის I-III კვარტლის ფაქტობრივი მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%).

 

ბეჭდვა