ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ამჯერად 20 მილიონი დოლარი შეისყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ამჯერად 20 მილიონი დოლარი შეისყიდა
16:43 11.02.2019
მიმდინარე წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6461 შეადგინა.

ეროვნული ბანკი 2018 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს პერმანენტულად ახორციელებს.

ბეჭდვა