ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო. დღეიდან 15 თებერვლის ჩათვლით კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები მოამზადებენ:
იან მაკფერსონი - ეკონომისტი;
ანტონიო კოლადო - CARSA-ს უფროსი კონსულტანტი, კომპანიის წამყვანი შემფასებელი და ბიზნესის მენეჯმენტის ტრენერი;
დავიდ ვიდალი - კომპანიის Crossing the Mirror მმართველი დირექტორი;
ფრენკ ჰენიგანი - მრჩეველი ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების განხრით;
დავით ჩეჩელაშვილი - ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი.
